ჩვენს შესახებ
შ.პ.ს ექსპრეს ტრანს-შიპმენთ სერვისეზ დაარსდა 1996 წელს, თუმცა მისი დამფუძნებლების გამოცდილება გაცილებით დიდია და სათავეს იღებს 1962 წლიდან, იმდროისათვის საქართველოში არსებული ერთადერთი გადამზიდავი კომპანიის „სოიუზ ვნეშტრანსი“-დან .
1997 წლიდან ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ გახდა საერთაშორისო ექსპედიტორთა ასოციაციის (FIATA)-ს ოფიციალური წევრი.
კომპანია აწარმოებს ნებისმიერი ტიპის გადაზიდვებს და მომხმარებლებს სთავაზობს ლოჯისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. ორგანიზაციის თანამშრომლებს აქვთ დიდი გამოცდილება ლოჯისტიკის და გადაზიდვების ინდუსტრიაში, რაც გუნდის მრავალწლიანი ოპერირების შედეგია.
დაარსებიდან დღემდე ჩვენი კომპანია სწრაფად იზრდება და დღესდღეისობით ფლობს და მართავს :
• სათაო ოფისს საპორტო ქალაქ ფოთში;
• ფილიალს თბილისში;
• წარმომადგენლობით ოფისებს ბაქოში (აზერბაიჯანი) და ერევანში (სომხეთი);
• საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და დაცვის სისტემით არის უზრუნველყოფილი
• კომპანიის საკუთრებაშია გადამზიდი ავტომობილები, რომლებიც იდელაურ ტექნიკურ მდგომარეობაშია.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე აგენტებთან ევროპასა და აზიაში, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ტარიფები.
ორგანიზაციის გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე და უდიდეს ყურადღებას აქცევს მათ უკურეაქციას. კომპანია ასევე ითვალისწინებს კონკურენციის მაღალ დონეს ბაზარზე და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს სამუშაოს შესრულების ხარისხი
ავტოპარკი
საკონტეინერო ტერმინალი
კომპანიის მფლობელობაშია საკონტეინერო ტერმინალი, ქალაქ ფოთში. ტერმინალის ტერიტორია დაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად, თითოეულ ზონას აქვს დამოუკიდებელი სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზა. ის ასევე ემსახურება ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული სატვირთო მანქანების პარკირების ზონას
საბაჟო საწყობი:
• 35 000 m² (4 000 TEU)
•20 000 ტონამდე ნაყარი ტვირთის შენახვის შესაძლებლობა
•Reach stackers
•ავტო -ტვირთმცლელები
•სარკინიგზო ჩიხი (150 მეტრი)
•დასათვალიერებელი პუნქტი სპეციალურ რეჟიმებს დაქვემდებარებული ტვირთისათვის
•ბრიგადა
•სასწორი
•რეფრეჟერატორული კონტეინერის საწყობი
• დაცვისა და უსაფრთხოების სისტემები 24/7